Friday, June 21, 2019

საგანი
დაწყებითი
კლასი
პირველი
მასწავლებელი
ნათია ნიკოლიშვილი
პროექტის სახელწოდება
სიკეთე გადამდებია
პროექტის მიზანი
          ხელი შეეწყოს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, თანაგანცდის, თანაგრძნობის უნარების განვითარებას.
          პრობლემის გამოკვეთა და   მისი გადაჭრის გზების ძიება.

პროექტის ამოცანები
          საუბრები ბავშვებთან სიკეთის კეთებაზე, ქველმოქმედებაზე;
          მშობლის მიერ სიკეთეზე მოთხრობის წაკითხვა;
          მოსწავლეთა მიერ მოთხრობის მიხედვით სიკეთეზე ჩანახატების  გაკეთება;
          კედლის გაზეთის დამზადება  სიკეთეზე;
          სიკეთეზე ცხოვრებისეული მაგალითების ილუსტრაციებით გადმოცემა;
          მოსაწვლეთა ჯგუფებად დაყოფა და მომზადება;
          მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა პროფესიის  ადამიანებისა და ოჯახის წევრების გამოკითხვა თემაზე: რა არის სიკეთე?
          თითოეული ჯგუფის მიერ ერთ დღეში ჩადენილი სიკეთის რამდენიმე წუთიან ფილმებად გადაღება;
          მშობელთა ჩართულობით იმ ოჯახის მონახულება, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა;
          მშობელთა  ინიციატივით და კეთილი ნებით საჭირო პროდუქტების შეგროვება;
          მშობელთა ხელშეწყობით სკოლის ბუფეტში მოსწავლეთა მიერ ორცხობილების გამოცხობა;
          თანატოლებთან სტუმრობა;
          პროექტის შეფასება და პრეზენტაცია.

პროექტის აქტუალურობა
ადამიანთა შორის ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სიკეთის კეთება, აუცილებელია ბავშვები პატარაობიდანვე მიეჩვივნენ ამას, მითუმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით ბევრ ადამიანს აკლია სითბო და მზრუნველობა.

განხორციელების გზები
პრობლემა: მიმდინარე სასწავლო წლის მარტის თვეში ტელევიზიით მოვისმინეთ ინფორმაცია ერთ-ერთი გაჭირვებული სამშვილიანი ოჯახის შესახებ, რომელიც ტერიტორიულად ჩვენთან ახლოს, ვარკეთილის ტერიტორიაზე, სასაფლაოებთან გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ამ სიუჟეტის შესახებ თვითონ ბავშვებმაც მოიტანეს ამბავი კლასში, გამოხატავდნენ თანაგრძნობას, ებრალებოდათ თავიანთი თანატოლი ბავშვები, გამოთქვამდნენ მათდამი დახმარების სურვილს.
ამ საუბრის შემდეგ გავესაუბრე მშობლებს, მათგანაც დავინახე სურვილი, რომ დავხმარებოდით ამ გაჭირვებულ ოჯახს. ბავშვების და მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტე დამეგეგმა პროექტი: „სიკეთე გადამდებია“.
კლასის საათზე მოსწავლეებთან  ვისაუბრეთ სიკეთის კეთებაზე, შემდეგ მშობელმა წაუკითხა ტექსტი „კეთილი სანდალა“. გავამახვილეთ ყურადღება პერსონაჟებზე, დაინახეს თუ არა მსგავსებაა ტექტის გმირებსა და მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთის კეთება, რა გრძნობას ანიჭებს ადამიანს ქველმოქმედება, ბავშვებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რა გრძნობა ეუფლებათ, როცა ვინმეს ეხმარებიან, გაიხსენეს ცხოვრებისეული მაგალითები და გადმოსცეს ილუსტრაციებში, დასამახსოვრებელი ეპიზოდები დახატეს და გამოვფინეთ კლასში, ანდაზების გამოყენებით შეადგინეს მოთხრობები სიკეთეზე, მოიძიეს გამონათქვამები და გააკეთეს პრეზენტაცია.
მოვიწვიე მშობლები, გავაცანი პროექტის იდეა, გამოხატეს მხარდაჭერა, დავსახეთ განსახორციელებელი გზები, მოიძიეს ინფორმაცია შეჭირვებული ოჯახის შესახებ, ბავშვები დაიყვნენ ჯგუფებად, გაინაწილეს დავალებები და ფუნქციები.
I ჯგუფმა- ინტერვიუ პატრულთან
II ფგუფმა- ინტერვიუ ექიმთან
III ჯგუფმა- ინტერვიუ მოძღვართან
IV ჯგუფმა- სკოლის დირექტორთან
V ჯგუფმა- კლასის დამრიგებელთან
ბავშვების თითოეულმა ჯგუფმა გადაიღო სამახსოვრო ფოტოები, ჩაწერეს ვიდეოები, მშობლებისა და ბავშვების კეთილი ნებით შევაგროვეთ საჭირო პროდუქტები, სკოლის ბუფეტში მშობლების ჩართულობით გამოვაცხეთ ორცხობილები, ჩვენი ნახელავი და შეგროვილი პროდუქტები მივიტანეთ გაჭირვებულ ოჯახში. მასპინძლებს დავანახეთ ჩვენი მეგობრული დამოკიდებულება, ვუთხარით, რომ მომავალშიც ვესტუმრებოდით და გავუწევდით თანადგომას. შემდეგ მოვაწყეთ პროექტის პრეზენტაცია, სადაც ბავშვებმა და მშობლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, თუ როგორი ხალისით აკეთებდნენ თითოეულ აქტივობას,  აღნიშნეს, რომ ამ პროექტმა მათ მოუტანა ბედნიერება, რადგან გააკეთეს სიკეთე. გაუჩნდათ  სურვილი, მომავალშიც გააკეთონ მსგავსი პროექტები. მათ შეაფასეს ეს პროექტი, ისაუბრეს მის დადებით მხარეებზე, შეაფასეს ერთმანეთის მონდომება, საკუთარი თავი.

მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები დაეუფლებიან პრობლემური საკითხების დასმის და გადაჭრის უნარს, ხელი შეეწყობა მათ პიროვნულ და ღირსეულ მოქალაქეებად  ჩამოყალიბებას, განუვითარდებათ ემპათიის გრძნობა,

ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  გარემოსადმი დამოკიდებულები გამოხატვა.
·       მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და იცავს მათ;
ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
·         ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების, აღძრული გრძნობების/ ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს   მის მიერ შეგროვებული   მასალით


პროექტისმონიტორინგი
თავდაპირველად პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკი, გამოვიკითხე მათი შეხედულებები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე, გავითვალისწინე ისიც, რომ  მათ მშობლებიც  დაეხმარებოდნენ და შესაბამისად დავგეგმე ამოცანები,  გავითვალისწინე შესაძლო რისკები, რომ შეიძლებოდა ჩვენი სტუმრობით მათ თავი უხერხულად ეგრძნოთ, ამიტომ ბავშვებს ვთხოვე, მივსულიყავით ფერადი ბუშტებით მხიარული განწყობის შესაქმნელად.     
პროექტის ვადები
2018 წლის 2 აპრილიდან     27 აპრილის ჩათვლით


სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის ნათია ნიკოლიშვილის  პროექტის „სიკეთე გადამდებია“ რეფლექია.

       ჩემს სადამრიგებლო პირველ კლასში განვახორციელე პროექტი: „სიკეთე გადამდებია“. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში. პროექტის მიზანი იყო, რომ ხელი შემეწყო მოსწავლეთა პიროვნულ და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, მიჩვეულიყვნენ პრობლემის გამოკვეთას და მისი გადაჭრის გზების ძიებას. 
       მასწავლებლები ვალდებულები ვართ მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ სიკეთის კეთებას, ჩავუნერგოთ  ადამიანების დახმარების სურვილი, დავაფიქროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე.
        პროექტის ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. პროექტი ყველაზე წარმატებული მაშინ იყო, როცა ფერადი ბუშტებით და პროდუქტებით ხელდამშვენებულები მივუახლოვდით მათ ეზოს, ბავშვები სიხარულით მოგვეგებნენ, დავინახეთ მათი იმედიანი თვალები ჩვენს მიმართ, რადგან მათ იგრძნეს თანატოლების თანადგომა, ბავშვებიც და მშობლებიც ორმაგად ბედნიერები იყვნენ იმით, რომ შეძლეს მათთვის ერთი ჩვეულებრივი დღის გალამაზება. 
           ვთვლი, რომ პროექტი ძალიან საინტერესოდ და წარმატებულად წარიმართა. პროექტში დასახულ მიზანს მივაღწიე, აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა, ბავშვებმა ისწავლეს სიკეთის კეთება, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს სხვისი დახმარების სურვილი, რადგან ამით შენც ბედნიერად ჩათვლი თავს,  მომავალში  დავგეგმავ მსგავს პროექტებს და გავითვალისწინებ თუ რა სახის დახმარება დასჭირდებათ მათ.

Wednesday, June 19, 2019

სულის ჩიტი

სოციალური პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ხათუნა ჩხუტიაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი, ისან-სამგორის რაიონი.
სკოლა
სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობს ქალაქ თბილისის №182-ე საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
‘‘სულის ჩიტი’’
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების აღმოჩენას და მართვას. (როგორც დადებითი, ასევე-უარყოფითი.)
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტ. ხელოვნება, მუსიკა, ისტ-ი.
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური, III კლ.
პროექტის განხორციელების დრო
7 თვე
პროექტის საფუძვლები


21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები[1]
·         საღი მსჯელობა და აღქმა;
·         ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.          
·         განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
 მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვადა გაგება-გააზრება
ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
დააკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოიტანს სათანადო დასკვნები;

 მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების, .ასევე - წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს გამოხატვას. დაასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და შეაფასებს მათს საქციელს;
  მოსწავლე შეძლებს ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.

შექმნის სიუჟეტებს  თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით;
მოსწავლე  შეძლებს მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
სხეულის მოძრაობით გადმოსცეს მუსიკით გამოწვეულ ემოცია.
. მოსწავლე შეძლებს  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება.
გამოიყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთი მიიღონ ისეთებად, როგორებიც არიან .პატივისცემით
მოეპყრონ ერთმანეთის შეხედულებებს .
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა გსმენიათ ადამიანის გრძნობებისა და ემოციების შესახებ?
თემატური კითხვები
რომელი გრძნობები ჭარბობს თქვენში? რომელია დადებითი, რომელი-უარყოფითი?
შინაარსობრივი კითხვები
რას აბარია გრძნობა-ემოციების გასაღები? რა ემართება ‘’სულის ჩიტს’’, როცა ჩვენ რომელიმე გრძნობა-ემოციას გამოვხატავთ?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის მსვლელობისას
 პროექტის განსახორციელებლად ოქტომბრის თვეში გავწევრიანდით მედიათეკის ვარკეთილის ფილიალში. შერჩეული თემების მიხედვით წინასწარ დავგეგმე აქტივობები. მშობლებისა და ბავშვების ჩართულობით დავამზადეთ საჭირო რესურსები,რაც ხელს უწყობდა მათ თანამშრომლობასა და სოციალური უნარების განვითარებას. პროექტის მსვლელობისას ყველა ბავშვი და მშობელი აქტიურად იყო ჩართული . 
შეფასების რუბრიკები.
პრეზენტაციის შაბლონი.
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს ვავსებინებ ვმვ სქემებსა (პირველ ორ გრაფას) და ასოციაციურ რუკებს, რათა განვსაზღვრო მათი წინარე ცოდნა და მოლოდინები. ვმუშაობთ ჯგუფურად და ვახდენთ პრეზენტაციებს. ბოლოს ვახდენთ საბოლოო პრეზენტაციას და ვავსებთ ვმვ სქემის მესამე ნაწილს, ვწერთ ესეს.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლეს შეუძლია POWER POIT-ში ინფორმაციის მოძიება, WORD-ში მუშაობა, 
სასწავლო პროცედურები
მოსწავლეებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ ბავშვებს უჭირთ ემოციების მართვა, განსაკუთრებით- უარყოფითის, ამიტომაც გაჩნდა სურვილი ამ პროექტის განხორციელების. ბავშვებს დავურიგე ვმვ სქემები და ვთხოვე შეევსოთ.  შემდეგ განვიხილეთ აქტივობა, ვისაუბრეთ და შევავსეთ ასოციაციური რუკები  „მე“. ვისაც სურვილი ჰქონდა ისაუბრა საკუთარი გრძნობებისა და ემოციების შესახებ. შემდეგ ეტაპზე ბავშვები თვითონ ირჩევდნენ მომდევნო შეხვრდრის თემას. მე ვუმზადებდი მასალას და ჯგუფებში ხდებოდა ამ მასალის განხილვა-დამუშავება. მოცემული რამოდენიმე მელოდიიდან და ფეროდან ვარჩევდით ამ გრძნობა-ემოციისათვის შესაფერს და ვსაუბრობდით. შეიძლება აერჩიათ ორი ან სამიც. (ვახდენდით შუალედურ მინი პრეზენტაციებს.) ასე მოვიცავით თითქმის ყველა გრძნობა-ემოცია,  შეძლებისდაგვარად გამოვავლინეთ და დავიწყეთ ბრძოლა უარყოფითი ემოციების დასაძლევად, ბევრ შემთხვევაში აღმოვჩნდით ფობიების წინაშე. ბოლოს შევაჯამეთ განვლილი სამუშაო, მოვახდინეთ პრეზენტაციები და შევავსეთ ვმვ სქემის ბოლო გრაფა, დავწერეთ ესე. საბოლოო პრეზენტაციები ბავშვებმა, ჩემი დახმარებით, მოახდინეს POWER POIT-ში . აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში დიდი იყო მშობელთა ჩართულობა.  
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
მივცემ მისთვის საინტერესო დავალებას. წინასწარ მოძიებულ სურათებსა და გრძნობა- ემოციებს დავაკავშირებინებ ერთმანეთთან.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
ინფორმაციას მოვაძიებინებ მშობლიურ ენაზე და თანატოლის ან უფროსის  დახმარებით შევასრულებინებ თარგმანს.
ნიჭიერი მოსწავლეები
მივცემ მიმართულებას, შევაქმნევინებ ბლოგს და ნამუშევრებს განვათავსებინებ ბლოგზე.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ნილა კაპორი-სეპნულოვიჩის „როგორ დავეხმაროთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს,“ გ. მერაბიშვილის ‘’ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა,’’ მხატვრული ლიტერატურა.
ინვენტარი/მასალები
ბუკები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფაილები, წებო, მაკრატელი, ფერადი ფურცლები.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
ვიზიტები მედიათეკაში, მშობლებთან ერთად.

                               


[1] წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.





რეფლექსია
  ჩემს სადამრიგებლო კლასში განვახორციელე სოციალური პროექტი,, სულის ჩიტი“,რომელიც მიმდინარეობდა შვიდი თვის განმავლობაში. პროექტი დავგეგმე მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე,რათა  ესწავლათ გრძნობებისა და ემოციების მართვა.
დასახულ მიზნებს მივაღწიე ნაწილობროვ,რადგან ამ მიზნების სრულად მიღწევა დროის ამ მონაკვეთში შეუძლებელია.
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად,რაც გამოჩნდა პრეზენტაციების დროს.
ყველაზე წარატებულად შეიძლება ჩაითვალოს ის,რომ ბავშვები აღარ მალავდნენ საკუთარ უარყოფით ემოციებს და ცდილობდნენ მათ მართვასა და გამოსწორებას .
პროექტის თითოეული მონაწილე გახდა მეტად კომუნიკაბელური. მათ გაიაზრეს ,რომ ყველანი სხვადასხვანაირები ვართ და ერთმანეთი უნდა მივიღოთ ასეთებათ. არ უნდა ვეცადოთ ერთმანეთის შეცვლას.
პროექტის მსვლელობისას მოხდა აქტივობების მოდიფიცირება,რაც გამოწვეული იყო შექმნილი სიტუაციით, თუმცა აღნიშნულს ხელი არ შეუშლია მიზნის მიღწევაში.
მომავალში მსგავსი პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინებ ამ პროექტზე მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებს .