საგანი
|
დაწყებითი
|
კლასი
|
პირველი
|
მასწავლებელი
|
ნათია ნიკოლიშვილი
|
პროექტის სახელწოდება
|
სიკეთე გადამდებია
|
პროექტის მიზანი
|
•
ხელი შეეწყოს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას და
ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, თანაგანცდის, თანაგრძნობის უნარების განვითარებას.
•
პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრის გზების ძიება.
|
პროექტის ამოცანები
|
•
საუბრები ბავშვებთან სიკეთის კეთებაზე, ქველმოქმედებაზე;
•
მშობლის მიერ სიკეთეზე მოთხრობის წაკითხვა;
•
მოსწავლეთა მიერ მოთხრობის მიხედვით სიკეთეზე ჩანახატების გაკეთება;
•
კედლის გაზეთის დამზადება სიკეთეზე;
•
სიკეთეზე ცხოვრებისეული მაგალითების ილუსტრაციებით
გადმოცემა;
•
მოსაწვლეთა ჯგუფებად დაყოფა და მომზადება;
•
მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისა და ოჯახის წევრების გამოკითხვა თემაზე:
რა არის სიკეთე?
•
თითოეული ჯგუფის მიერ ერთ დღეში ჩადენილი სიკეთის
რამდენიმე წუთიან ფილმებად გადაღება;
•
მშობელთა ჩართულობით იმ ოჯახის მონახულება, რომელსაც
დახმარება სჭირდებოდა;
•
მშობელთა
ინიციატივით და კეთილი ნებით საჭირო პროდუქტების შეგროვება;
•
მშობელთა ხელშეწყობით სკოლის ბუფეტში მოსწავლეთა მიერ
ორცხობილების გამოცხობა;
•
თანატოლებთან სტუმრობა;
•
პროექტის შეფასება და პრეზენტაცია.
|
პროექტის აქტუალურობა
|
ადამიანთა
შორის ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სიკეთის კეთება, აუცილებელია ბავშვები
პატარაობიდანვე მიეჩვივნენ ამას, მითუმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით ბევრ
ადამიანს აკლია სითბო და მზრუნველობა.
|
განხორციელების გზები
|
პრობლემა:
მიმდინარე სასწავლო წლის მარტის თვეში ტელევიზიით მოვისმინეთ ინფორმაცია
ერთ-ერთი გაჭირვებული სამშვილიანი ოჯახის შესახებ, რომელიც ტერიტორიულად ჩვენთან
ახლოს, ვარკეთილის ტერიტორიაზე, სასაფლაოებთან გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ამ
სიუჟეტის შესახებ თვითონ ბავშვებმაც მოიტანეს ამბავი კლასში, გამოხატავდნენ თანაგრძნობას,
ებრალებოდათ თავიანთი თანატოლი ბავშვები, გამოთქვამდნენ მათდამი დახმარების სურვილს.
ამ საუბრის შემდეგ
გავესაუბრე მშობლებს, მათგანაც დავინახე სურვილი, რომ დავხმარებოდით ამ გაჭირვებულ
ოჯახს. ბავშვების და მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტე დამეგეგმა
პროექტი: „სიკეთე გადამდებია“.
კლასის საათზე მოსწავლეებთან ვისაუბრეთ სიკეთის კეთებაზე, შემდეგ მშობელმა
წაუკითხა ტექსტი „კეთილი სანდალა“. გავამახვილეთ ყურადღება პერსონაჟებზე, დაინახეს
თუ არა მსგავსებაა ტექტის გმირებსა და მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთის
კეთება, რა გრძნობას ანიჭებს ადამიანს ქველმოქმედება, ბავშვებმა გამოთქვეს მოსაზრებები,
თუ რა გრძნობა ეუფლებათ, როცა ვინმეს ეხმარებიან, გაიხსენეს ცხოვრებისეული მაგალითები
და გადმოსცეს ილუსტრაციებში, დასამახსოვრებელი ეპიზოდები დახატეს და გამოვფინეთ კლასში,
ანდაზების გამოყენებით შეადგინეს მოთხრობები სიკეთეზე, მოიძიეს გამონათქვამები და
გააკეთეს პრეზენტაცია.
მოვიწვიე მშობლები,
გავაცანი პროექტის იდეა, გამოხატეს მხარდაჭერა, დავსახეთ განსახორციელებელი გზები,
მოიძიეს ინფორმაცია შეჭირვებული ოჯახის შესახებ, ბავშვები დაიყვნენ ჯგუფებად, გაინაწილეს
დავალებები და ფუნქციები.
I ჯგუფმა- ინტერვიუ
პატრულთან
II ფგუფმა- ინტერვიუ
ექიმთან
III ჯგუფმა- ინტერვიუ
მოძღვართან
IV ჯგუფმა- სკოლის
დირექტორთან
V ჯგუფმა- კლასის
დამრიგებელთან
ბავშვების თითოეულმა
ჯგუფმა გადაიღო სამახსოვრო ფოტოები, ჩაწერეს ვიდეოები, მშობლებისა და ბავშვების კეთილი
ნებით შევაგროვეთ საჭირო პროდუქტები, სკოლის ბუფეტში მშობლების ჩართულობით გამოვაცხეთ
ორცხობილები, ჩვენი ნახელავი და შეგროვილი პროდუქტები მივიტანეთ გაჭირვებულ ოჯახში.
მასპინძლებს დავანახეთ ჩვენი მეგობრული დამოკიდებულება, ვუთხარით, რომ მომავალშიც
ვესტუმრებოდით და გავუწევდით თანადგომას. შემდეგ მოვაწყეთ პროექტის პრეზენტაცია,
სადაც ბავშვებმა და მშობლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, თუ როგორი ხალისით
აკეთებდნენ თითოეულ აქტივობას, აღნიშნეს,
რომ ამ პროექტმა მათ მოუტანა ბედნიერება, რადგან გააკეთეს სიკეთე. გაუჩნდათ სურვილი, მომავალშიც გააკეთონ მსგავსი პროექტები.
მათ შეაფასეს ეს პროექტი, ისაუბრეს მის დადებით მხარეებზე, შეაფასეს ერთმანეთის მონდომება,
საკუთარი თავი.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები
დაეუფლებიან პრობლემური საკითხების დასმის და გადაჭრის უნარს, ხელი შეეწყობა მათ
პიროვნულ და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას,
განუვითარდებათ ემპათიის გრძნობა,
ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი გარემოსადმი დამოკიდებულების გამოხატვა.
· მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და იცავს მათ;
ქარ. I. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს
წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
·
ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების,
აღძრული გრძნობების/ ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს მის მიერ შეგროვებული მასალით
|
პროექტისმონიტორინგი
|
თავდაპირველად პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე
მოსწავლეთა ასაკი, გამოვიკითხე მათი შეხედულებები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე,
გავითვალისწინე ისიც, რომ მათ მშობლებიც დაეხმარებოდნენ და შესაბამისად დავგეგმე ამოცანები, გავითვალისწინე შესაძლო რისკები, რომ შეიძლებოდა
ჩვენი სტუმრობით მათ თავი უხერხულად ეგრძნოთ, ამიტომ ბავშვებს ვთხოვე, მივსულიყავით
ფერადი ბუშტებით მხიარული განწყობის შესაქმნელად.
|
პროექტის ვადები
|
2018 წლის 2 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით
|
სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის
ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის ნათია ნიკოლიშვილის პროექტის „სიკეთე გადამდებია“ რეფლექია.
ჩემს სადამრიგებლო პირველ კლასში განვახორციელე
პროექტი: „სიკეთე გადამდებია“. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში.
პროექტის მიზანი იყო, რომ ხელი შემეწყო მოსწავლეთა პიროვნულ და ღირსეულ მოქალაქეებად
ჩამოყალიბებაში, მიჩვეულიყვნენ პრობლემის გამოკვეთას და მისი გადაჭრის გზების ძიებას.
მასწავლებლები ვალდებულები ვართ მოსწავლეები
ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ სიკეთის კეთებას, ჩავუნერგოთ ადამიანების დახმარების სურვილი, დავაფიქროთ ქვეყანაში
არსებულ პრობლემებზე.
პროექტის ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად
წარიმართა. პროექტი ყველაზე წარმატებული მაშინ იყო, როცა ფერადი ბუშტებით და პროდუქტებით
ხელდამშვენებულები მივუახლოვდით მათ ეზოს, ბავშვები სიხარულით მოგვეგებნენ, დავინახეთ
მათი იმედიანი თვალები ჩვენს მიმართ, რადგან მათ იგრძნეს თანატოლების თანადგომა, ბავშვებიც
და მშობლებიც ორმაგად ბედნიერები იყვნენ იმით, რომ შეძლეს მათთვის ერთი ჩვეულებრივი
დღის გალამაზება.
ვთვლი, რომ პროექტი ძალიან საინტერესოდ
და წარმატებულად წარიმართა. პროექტში დასახულ მიზანს მივაღწიე, აქტივობების დამატება
ან მოდიფიცირება არ მომხდარა, ბავშვებმა ისწავლეს სიკეთის კეთება, რომ ყოველთვის უნდა
გქონდეს სხვისი დახმარების სურვილი, რადგან ამით შენც ბედნიერად ჩათვლი თავს, მომავალში დავგეგმავ მსგავს პროექტებს და გავითვალისწინებ თუ
რა სახის დახმარება დასჭირდებათ მათ.
No comments:
Post a Comment